საფრანგეთი უდიდესი სახელმწიფოა დასავლეთ ევროპაში, ხოლო სიდიდით მესამე მთლიანად კონტინენტზე. ის ფლობს მეორე ყველაზე დიდ განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონას. საფრანგეთს აქვს დიდი ძალაუფლება ძლიერი კულტურული, ეკონომიკური, სამხედრო და პოლიტიკური ზეგავლენით ევროპასა და მთელს მსოფლიოზე.[4] საფრანგეთის ძირითადი იდეალები აღბეჭდილია, XVIII საუკუნეში მიღებულ, „ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაციაში“. XVI-XX საუკუნეებში საფრანგეთი ფლობდა ყველა დროის სიდიდით მეორე უდიდეს კოლონიურ იმპერიას, რომელიც დავდაპირველად მოიცავდა ვრცელ ტერიტორიებს ჩრდილოეთ ამერიკისა და ინდოეთში, ხოლო შემდგომ ჩრდილო-დასავლეთ და ცენტრალურაფრიკაში. ის, ასევე, ფლობდა მადაგასკარს, ინდოჩინეთს, გუანჩჟოუვანსა და კარიბის ზღვისა და წყნარი ოკეანის აუზის მრავალ კუნძულს.







